|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დაზიანებული ტროტუარები შეკეთდება

ქუთაისში, ქუჩების სავალ  ნაწილზე და ტროტუარებზე დაზიანებული ფილების შეკეთებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა 30 ათას ლარიან ტენდერს აცხადებს.

 „მიმწოდებელი“ ვალდებულია,  ქალაქის მასშტაბით  ქუჩების სავალ ნაწილზე და ტროტუარებზე დაზიანებული დაწნეხილი და დეკორატიული ფილების შეკეთება განახორციელოს.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელოს.   

მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოები ყველა ქუჩას შეეხება, სადაც ტროტუარებზე არსებული ფილები არის დაზიანებული. 

მოუწესრიგებელი ტროტუარების პრობლემის  შესახებ „ნიუპრესმა“ არაერთხელ გააშუქა, თუმცა როგორც ტენდერის პირობებიდან ჩანს, სამუშაოები მხოლოდ იმ ქუჩებზე ჩატარდება, სადაც ტროტუარზე ფილებია დაგებული, დანარჩენ ქუჩებზე კი კვლავ არსებული მდგომარეობა შენარჩუნდება. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი