|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჯაჭვის ხიდთან" ტროტუარების რეაბილიტაცია დაიწყო

ქუთაისში, ქუჩების სავალ ნაწილზე და ტროტუარებზე დაზიანებული ფილების შეკეთება დაიწყო. ამ დროისთვის სამუშაოები ჯაჭვის ხიდის მიმდებარედ მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ჩატარდა და ფილები დაიგო დავით და კონსტრანტინეს ქუჩაზე არსებულ ტროტუარზე.

სამუშაოებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 140 945 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებს „არადანი“ ასრულებს. 

ტენდერში გამარჯვებული ფირმა  ვალდებულია,  ქალაქის რამდენიმე  ქუჩის სავალ ნაწილზე და ტროტუარებზე დაზიანებული დაწნეხილი და დეკორატიული ფილების შეკეთება განახორციელოს.  სამუშაოები  2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა დასრულდეს.   

ქუთაისში დაზიანებული ტროტუარები შეკეთდება

ავტორი: ნიუპრესი