|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2 მაისს გაიხსნება

ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2 მაისს გაიხსნება. ამის შესახებ ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ საკრებულოზე განაცხადა. მისი თქმით, შენობაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინვენტარიზაცია და სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. 

ცენტრის გახსნა 2016 წლის დასასრულისათვის იყო დაგეგმილი, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე გაგრძელდა.

 ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გასულ წელს ააიპად ჩამოყალიბდა. ცენტრი ათამდე თანამშრომელს ითვლის.

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში ყველაზე დიდი და მრავალფუნქციური იქნება. 

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,პარმაღი“ 162 000 ლარად შეასრულა. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა