|
  • EUR 1 = GEL 2.7936
  • USD 1 = GEL 2.3885
|

ქუთაისში უფასო კინოჩვენებები მოეწყობა

24-28 აპრილს  ქუთაისში ამერიკის დღეები გაიმართება.  საქართველოსა და ამერიკის 25 წლიან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. ჩატარდება ლექციები. 25 აპრილს "კინო საქართველოში" ამერიკული ფილმის ჩვენება მოხდება. ფილმების ჩვენება 10:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათზე დასრულდება. ჯამში 5 კინოჩვენება მოეწყობა. კინოჩვენებზებზე დასწრება უფასოა.

ღონისძიებები  გალაკონცერტით დასრულდება. კონცერტი 19:00 საათზე ოპერის თეატრში ჩატარდება. ამერიკის დღეებზე დასწრება თავისუფალია.

ავტორი: ნიუპრესი