|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უსინათლოთა კავშირის წევრებს აუდიო ბიბლიოთეკა გადასცეს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წერეთლის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ქუთაისში უსინათლოთა კავშირს ეწვივნენ.

მათ 200 ლარამდე ღირებულების აუდიო ბიბლიოთეკა გადასცეს, რომელიც აფხაზეთის უსინათლოთა კავშირის "ჰერასაგან" შეიძინეს.

ასევე აწსუს Fablab-ში CD-ქეისი დამზადდა, რომელზედაც ბრაილის შრიფტით გაკეთდა წარწერა "ჩვენ ერთნი ვართ".  

„დღევანდელი დღე მივულოცეთ უსინათლოთა საზოგადოებას, მოვუტანეთ აუდიო ბიბლიოთეკა, როგორც ქართულად, ასევე უცხო ენაზე ჩაწერილი. ძალიან დიდი სითბო იყო დღეს ამ დარბაზში. მინდა ავღიშნო, რომ ერთმანეთისაგან არაფრით  განვსხვავდებით, ყველა ერთი ვართ“,-აღნიშნა აწსუს პრორექტორმა  შალვა კირთაძემ.

 „ჩვენთვის დაუვიწყარი დღეა. ბედნიერები ვართ, რომ ვახსოვართ.  ეს საჩუქარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა საქართველოს უსინათლოთა კავშირის, ქუთაისის ასოციაციის ხელმძღვანელმა მანონი გოლეთიანმა.

 ქუთაისის უსინათლოთა  ასოციაციაში სულ 230 ბენეფიციარია.

ღონისძიება  აწსუ მარკეტინის, ღონისძიებებისა და პროექტების მართვის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა