|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში უწყვეტ წყალმომარაგებაზე ხვალიდან, დამატებით, 30 ათასი ადამიანი გადავა"

ქუთაისში უწყვეტ წყალმომარაგებაზე ხვალიდან, დამატებით, 30 ათასი ადამიანი გადავა  - ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  გიგა მანდარიამ ქუთაისში ის ქუჩები დაათვალიერა, სადაც გადართვითი სამუშაოებისას ქსელი ავარიულად დაზიანდა და მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდების კუთხით პრობლემები შეექმნა.

კომპანიის ხელმძღვანელი, სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთში, ზვიად შალამბერიძესთან და მის მოადგილეებთან ერთად, პროექტის კონტრაქტორებსაც შეხვდა, რათა შეფერხებების გამომწვევ მიზეზებსა და არსებულ ვითარებას გაცნობოდა.

თურქულ კომპანია ,,ესემკა’’-ს, რომელიც ქუთაისის წყლის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს მიეცა მითითებები და დავალებები, რომ ხარვეზები დროულად მოაგვაროს და სამუშაოები ვადებში დაასრულოს.

გიგა მანდარიას განცხადებით, ამ დროისთვის წარმოქმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია და დამატებით, ახალი აბონენტებისთვის უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

,,ვაგრძელებთ პროექტების მონიტორინგს რეგიონებში, რათა პრობლემების შემთხვევაში დროულად და კოორდინირებულად მოხდეს საკითხის ოპტიმალურ ვადებში გადაჭრა.   ამჯერად,   ქუთაისში დავათვალიერეთ ის ქუჩები, სადაც ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოებისას ავარიულად რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა და გარკვეულ პერიოდში ქალაქის ნაწილს, წყლის მიწოდების პრობლემა შეექმნა. პროცესს თან ახლავს შეფერხებები, თუმცა, ამ დროისთვის ვითარება გამოსწორებულია და კონტრაქტორი სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. ხვალიდან, უკვე გრაფიკიდან უწყვეტ წყლის მიწოდებაზე დამატებით 30 ათასი მომხმარებელი გადავა. ძალიან მალე, ყველა ქუჩას, დასახლებასა და მთელ ქალაქს ახალი ინფრასტრუქტურა მოემსახურება და 24 საათიანი წყლის მიწოდება ექნება ’’- განაცხადა გიგა მანდარიამ.

 ქუთაისის წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის ქალაქის 60 % 24 საათიანი წყლის მიწოდებით სარგებლობს. 

 

სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 92 მილიონი ლარი მოხმარდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა