|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ვასილ ამაშუკელის სახლ-მუზეუმის გახსნას ითხოვენ

 პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორის, რეჟისორის და კინოოპერატორის, ვასილ ამაშუკელის სახლ-მუზეუმის გახსნას მისი მემკვიდრეები ითხოვენ.   

ამ ინიციატივით მათ პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს მიმართეს, მან კი წინადადება საინტერესოდ მიიჩნია და ამის შესახებ  ქუთაისის მერიისა და იმერეთის რწმუნებულის აპარატის წარმომადგენლებს ესაუბრა.

„ეს არის ძალიან საინტერესო შეთავაზება. ბუნებრივია, ჩვენთვის უაღრესად საპატივცემულოა ვასილ ამაშუკელის მემკვიდრეობა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ პროექტს ექნება წარმატებული მსვლელობა“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

სახლი,  სადაც 1886 წლის 14 მარტს ვასილ ამაშუკელი  დაიბადა  ქუთაისში ბაგრატის ქუჩაზეა, სახლი ამ დროისათვის სავალალო მდგომარეობაშია.

 ვასილ ამაშუკელისათვის საკადრისი პატივის მიგების საჭიროებასა და მისი სახლის მდგომარეობაზე "ნიუპრესი" ადრეც წერდა. 

"ვასილ ამაშუკელის სახელი ახალ შეფასებას ითხოვს"-გიორგი შავგულიძე

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა