|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურთან გზის საფარი მოწესრიგდა

ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტო სადგურისა და მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორიაზე  გზის ახალი საფარი დაიგო, - ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს. 

სამუშაოები  გვიან ღამით შესრულდა, ადგილზე ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული გზის მონაკვეთი უკვე წლებია არ დაგებულა და უამინდობისას გადაადგილების პრობლემებს ქმნიდა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ქალაქში პირველ რიგში ისეთი გზები დაიგება, რომელსაც წლებია არ ჩატარებია რეაბილიტაცია და განსაკუთრებით რთული მდგომარეობაშია.

,,ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ქუთაისში ინფრასტრუქტურა მეტად გამართული იქნებოდა და ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ამ პრობლემების გამოსასწორებლად. გზის აღნიშნული მონაკვეთი უკვე წლებია, ამორტიზირებულია და მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რაც შეიძლება დროულად მოგვეგვარებინა აღნიშნული პრობლემა,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

 

შეგახსენებთ,  ავტოსადგურზე წლების განმავლობაში  არსებული მოუწესრიგებელი გზის საფარის შესახებ "ნიუპრესმა" არაერთხელ დაიწერა, თუმცა მერიაში აცხადებდნენ, რომ ტერიტორია კერძოა და მასზე ქალაქის მერია  პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. ავტოსადგურის შიდა ნაწილის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. 

ტურისტებისათვის ექსტრემი ქუთაისის ავტოსადგურიდან იწყება

რა მდგომარეობაა ქუთაისის ცენტრალურ ავტოსადგურზე და რა პრობლემები ექმნებათ ტურისტებს?

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა