|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გარევაჭრობა აიკრძალა

ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე უნებართვო გარევაჭრობა 21 აპრილიდან იკრძალება.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ა(ა)იპ "სპეციალურ სერვისებთან" ერთად გარემოვაჭრეთა დახლების დემონტაჟი განახორციელა. შესაბამისად, დასუფთავდა ტერიტორია, სადაც ამ დრომდე უნებართვო ვაჭრობა მიმდინარეობდა.

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, არცერთი გარემოვაჭრე არ რჩება შეთავაზების გარეშე. ყველა მათგანს ალტერნატიულ სამუშაო ფართს შესთავაზებენ, ქუთაისში არსებულ სხვადასხვა ბაზრობებზე.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის უკან ქალაქის ცენტრალური ნაწილში აიკრძალა გარევაჭრობა. ამჯერად იგივე პროცესი ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუთაისის ყველა უბანში არსებულ ტერიტორიაზე მოხდება.

დღეს დილიდან ადგილზე შეკრებილი გარემოვაჭრეები გარევაჭრობას აპროტესტებენ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა