|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნიკოლოზის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 ქუთაისში, ხანძთელის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის აღდგენა მიმდინარეობს. 

სამუშაოებს შპს „კირითხურო“  აწარმოებს. შპს-ს  დირექტორის ზურაბ გედენიძის განცხადებით, სარესტავრაციო სამუშაოებისთვის თანხა  კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის ფონდმა გამოყო, რომელიც ამ დროისთვის ქუთაისში სამი ძეგლის აღდგენით სამუშაოებს აფინანსებს. მისივე განცხადებით, ძეგლი მაქსიმალურად მიახლოებულია ტაძრის პირვანდელ სახესთან.

"მიმდინარეობს ტაძრის აღდგენა, გასულ წლებში მოხდა ტაძრის ერთი კედლის რესტავრაცია, მაგრამ ის არ არის მიახლოებული ძველ შენობასთან, ჩვენ მოვახდინეთ მეორე მხარის რეაბილიტაცია, რომელმაც მოწონება დაიმსახურა, ამიტომ ახლა ვახდენთ ტაძრის სრულ რეაბილიტაციას, შემდგომ მოხდება გადახურვა, სამუშაოებისთვის თანხა კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის ფონდმა გამოყო"-განაცხადა ზურაბ გედენიძემ. მის მიერ ხდება ხარების ტაძრის გუმბათის და მწვანეყვავილას პანთეონში მდებარე მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა. 

ხანძთელის ქუჩაზე მდებარე უნიკალური არქიტექტურის შენობაზე ვრცელი ინფორმაცია არ მოიპოვება. როგორც დეკანოზი გიორგი გაბუნია გვიამბობს, შენობა დასავლეთ საქართველოს საჯარისო ნაწილებს ეკუთვნოდა, სადაც წმინდა საკვირველმოქმედი ნიკოლოზის ტაძარი ფუნქციონირებდა, მოგვიანებით  განაწყენებულმა რუსებმა შენობას ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი