|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასათანადოდ მიმდინარეობდა"

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით,  ქუთაისში  წყლის სისტემის სარაბილიტაციო  სამუშაოები დროში გაჭიანურდა, რის გამოც კონტრაქტორი კომპანია „SMK- ს" ქართული ხელმძღვანელობა შეიცვალა. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა ქუთაისში ნიკეას ქუჩის გახსნისას ისაუბრა.

„მთლიანად შეიცვალა კომპანიის აქაური ხელმძღვანელობა, ძალიან მკაცრი საუბარი გვქონდა, არ დავუშვებთ სამუშაოების შეფერხებას და ვადის გაჭიანურებას. ამ დროისთვის საკითხი ასე იდგა, ან გავწყვეტდით ხელშეკრულებას, რითაც უზარმაზარ ზარალს მიიღებდა კომპანია, დაზარალდებოდა ქვეყანაც, ექვსი თვით გაჩერდებოდა სამუშაოები, მაგრამ არასათანადოდო შესრულებულ სამუშაოებს, გვერჩივნა ასეთი გადაწყვეტილება მიგვეღო, ან ... დღეს ძალიან გააქტიურებულები არიან, მაგრამ იმის გამო, რომ თავის დროზე არ შეუკვეთეს მილები, ახლა დროში ვაგებთ“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

 მისივე თქმით, ახლა  კომპანიამ თურქეთის ნაცვლად მილები საქართველოში შეიძინა. მინისტრის განცხადებით, ყველა კომპანიამ უნდა შეიძინოს ადგილობრივი პროდუქცია, რომელიც არ ჩამოუვარდება თურქულ ნაწარმს.

წყლის სამუშაოები ქუთაისში 2017 წლის ბოლოს დასრულდება. რამდენიმე დღის წინ კომპანიის თანამშრომლების მიერ აქცია გაიმართა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა