|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ხელბურთში მსოფლიო თასის გათამაშება იმართება

ქუთაისის სპორტის სასახლეში ხელბურთში 2016-2017 წლების მსოფლიო თასის გათამაშება იმართება.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამ შეჯიბრების ჩასატარებლად საუკეთესო ადგილი ქუთაისია, ქართული ხელბურთის ერთ-ერთი ცენტრი და ქალაქი, რომელიც 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელიცაა.

ჩემპიონატის გახსნას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და იმერეთის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ნადირაძე დაესწრნენ.

ტურნირის პერიოდში იგეგმება ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის სპეციალისტების მიერ მწვრთნელთა და მსაჯთა გადასამზადებელი სემინარების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მწვრთნელები და მსაჯები. საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ტრენინგს ჩაუტარებს ადგილობრივ სტაფს, რომელიც 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონატს მოემსახურება.

შეჯიბრება 13 ნოემბერს დასრულდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა