ქუთაისში ორი მორიგე საბავშვო ბაღი იმუშავებს
ქუთაისში ზაფხულზე ორი მორიგე საბავშვო ბაღი იმუშავებს.
ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნანა ლორთქიფანიძის განცხადებით, 23 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით.
ქუთაისს მოემსახურება N8 ფილიალი (სულხან-საბას ქ # 63ა) და N14 ფილიალი, (ტყაბლაძის ქ. #3) ბაღები.
რეგისტრაცია იწარმოებს ამავე ფილიალების ადმინისტრაციაში 19 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით.
ჯამში, ბაღები 500 ბავშვს მოემსახურება.
მშობლებს ინფორმაციისთვის შეუძლიათ მიმართონ ააიპ ქ.ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ცხელი ხაზზე : 25 37 01
არსებული ინფორმაციით, მორიგე ბაღის ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, რაც თანხების ნაკლებობას უკავშირდებოდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი