|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ზებრაზე მიმავალ ახალგაზრდებს ავტომანქანა დაეჯახა(VIDEO)

სოციალურ ქსელში  გავრცელებული ვიდეო, სადაც დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა ზებრაზე მოძრავ ორ ახალგაზრდას დაეჯახა, ქუთაისშია გადაღებული. ამის შესახებ ინფორმაცია "ნიუპრესს" შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

შემთხვევა 22 ოქტომბერს, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით,  ფაქტთან დაკავშირებით, საქმე სს კოდექსის 276 მუხლითაა აღძრული. მძღოლი იდენტიფიცირებულია, თუმცა ის დაკავებული არაა. ამ დროისათვის მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. დაზარალებულები მოზარდები  საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა მათი ჯანმრთელობის   მდგომარეობა ჩვენთვის უცნობია, რადგან  ინფორმაციას გაცემაზე კლინიკის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა მისი კონფიდენციალურობიდან გამომდინარე. 

ავტორი: ნიუპრესი