|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისთან ახლოს დიდი რაოდენობით ძველქართული მონეტები აღმოაჩინეს

 საქართველოს განძის დაცვის პოლიციამ, ქუთაისთან ახლოს დიდი რაოდენობით ძველქართული მონეტები აღმოაჩინა. წინასწარი მონაცემებით, მონეტების საერთო ღირებულება შესაძლოა ათეულ მილიონობით ლარს აღწევდეს. ნაპოვნი განძეული კი სავარაუდოდ ქართული ისტორიული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა. დამატებითი ინფორმაცია, თუ რა რაოდენობისაა აღმოჩენილი მონეტები, რომელი საუკუნით თარიღდება, ან რა მასალისგანაა დამზადებული, ჯერჯერობით არ იციან. ამასთან, როგორც განძის დაცვის პოლიციის პრესსამსახური აცხადებს, იმის გამო რომ არსებობს ხალხის დიდი ნაკადის თავმოყრის და თვითნებური არქეოლოგიური გათხრების დაწყების საფრთხე, არ სახელდება ნაპოვნის ზუსტი ადგილმდებარეობა.
აღმოჩენილ მონეტებს უტარდება ექსპერტიზა და შესაბამისი უწყებები რამდენიმე დღეში სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.

 

 

 

    

წყარო:

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა