|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 2 ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისი - ზესტაფონის გზაზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის  შედეგად დაშავებული 2 ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.    ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან გადაყვანილი.  

სულ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 11 ადამიანია მოთავსებული  ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში. მათ შორის  ხუთი არასრულწლოვანია.  სამის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

დანარჩენი ექვსი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია, მათ შორის ერთი ფეხმძიმეა.

წყალწითელას მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა