|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისური ფილმი კარლოვაცის ახალგაზრდული კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

ქუთაისური კინოსურათი "პორტრეტები" ხორვატიის ქალაქ კარლოვაცის ახალგაზრდული კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

ფილმი გადაღებულია ქუთაისის კინოსკოლის ფარგლებში, რომელსაც ქუთაისის მერიის ახალგაზრდული განყოფილების მხარდაჭერით ​ ასოციაცია "სინერამა" ახორციელებს.

გადამღები ჯგუფის წარმომადგენელი ფილმის სცენარის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი 11 წლის სესილი მჟავანაძე ფესტივალზე მიწვეული გახლდათ და გაიმარჯვა ნომინაციაში ,,საუკეთესო უცხოური მხატვრული ფილმი".

 სესილი მჟავანაძეს გამარჯვება ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა