|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქართველო ჩემთვის ის ადგილია, რომელსაც, სინამდვილეში, ვერასდროს დავემშვიდობები"

ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ გელათის სამონასტრო კომპლექსი მოინახულა. ელჩმა ღვთისმშობლის ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები მოინახულა და ელჩობის პერიოდი შეაფასა. 

"ალბათ, ზოგიერთმა თქვენგანმა იცის, რომ მარტის ბოლოს ვასრულებ 33-წლიან დიპლომატიურ მოღვაწეობას. ეს კი ნიშნავს, რომ ასევე სრულდება ჩემი სამწლიანი მოღვაწეობა საქართველოში ელჩის რანგში, რაც ძალზედ გულდასაწყვეტია ჩემთვის. აქედან ჩიკაგოში მივემგზავრები და ნორსვესტერნ უნივერსიტეტში (Northwestern University) გავუძღვები სალექციო კურსს. 

მსურს, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და თქვენთან ერთად თვალი გადავავლო საქართველოში ჩემი მოღვაწეობის გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს, ასევე ვისაუბრო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის მიმართულებაზე. ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა ჩემთვის და ეს ის ადგილია, რომელსაც, სინამდვილეში, ვერასდროს დავემშვიდობები.
შეიძლება გახსოვთ კიდეც, რომ პირველად საქართველოში 1976 წელს ჩამოვედი, როგორც სტუდენტი. იმ დროს ქვეყანას რთული დღეები ედგა. მაშინ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველმა ხალხმა და ქვეყნის მდიდარმა კულტურამ, თუმცა ათწლეულების წინ მისი მშვენიერება და სიცოცხლისუნარიანობა რკინის ფარდის უკან იყო მომწყვდეული. საქართველოში მკაცრი, ნაცრისფერი საბჭოთა ინდუსტრიული ჩრდილოეთიდან ჩამოსულმა, აქ , ამ უმშვენიერესი ქვეყნის სიხალასე და სიმსუბუქე შევიგრძენი; ეს ის მახასიათებლებია, რაც ყოველთვის განსაკუთრებულობას ანიჭებდა საქართველოს და გამოარჩევდა მას სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისგან.
ჩემი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში საქართველოს ბევრჯერ ვესტუმრე, ვაკვირდებოდი, როგორ თავისუფლდებოდა ქვეყანა საბჭოთა უღელისგან, როგორ ესწრაფოდა დემოკრატიულ განვითარებას და თავის განსაკუთრებულ ხვედრს, ისე როგორც, არცერთი სხვა საბჭოთა რესპუბლიკა. მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა და რამდენიმე ტრაგიკული კონფლიქტისა, საქართველომ შეძლო გადარჩენა და წარმატებული განვითარებაც, "-განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, 2015 წელს, იმ დროისათვის, როდესაცის  ელჩის რანგში ჩამოვიდა, საქართველოს უკვე ჰქონდა მნიშვნელოვანი ისტორიული მიღწევა რეგიონში. მან ასევე შეაფასა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და განაცხადა, რომ 
მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვარდების რევოლუციის შემდგომი რეფორმების გასაოცარმა ტემპმა, ასევე ახალი მთავრობის ამბიციურმა დღის წესრიგმა შემდგომი განვითარებისთვის. 

მას ასევე აღნიშნა,  ძლიერი პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი.

"თუმცა, ყველა ეს გრანდიოზული გეგმა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითავისებს. მან უნდა გაამყაროს დემოკრატიული გარდაქმნა. უზრუნველყოს, რომ არჩევნები გამოხატავდეს ამომრჩველის ნებას, წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვით. საქართველო სწორ გზაზე რჩება, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაც გვაფიქრებს"-აცხადებს ელჩი.



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა