|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქვეყნის ვალმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 12 მილიარდ ლარს შეადგენს"

 მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას კვლავ მანიპულირებითა და კანონის დარღვევით (პარლამენტის გვერდის ავლით) ახორციელებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის სავალალო მდგომარეობაზე მეტყველებს ისიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებას, 9 თვის მონაცემების მიხედვით, 132 მილიონი ლარი დააკლდა. საგადასახადო შემოსავლებში ყველაზე დიდი დანაკლისი დღგ-ს გადასახადშია. იგი შესრულდა 87,7%, რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა, საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებული პროდუქციის და მომსახურების ნაწილში, ასევე დიდი შეუსრულებლობაა 2015 წელთან შედარებით.

"წელს 704 მილიონი ლარით ნაკლებია შემოსული, ვერ შესრულდა გრანტების მუხლიც, დანაკლისმა შეადგინა 84 მილიონი ლარი, გეგმასთან შედარებით პრივატიზაციიდან მიუღებელი დარჩა 4 მილიონი ლარი, ვერ შესრულდა საზღვარგარეთიდან მისაღები გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების მუხლიც“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ყოველივე ამის საკომპენსაციოდ, მთავრობა უკანონოდ იმაზე მეტი შიდა ფინანსური რესურსი სახაზინო ვალდებულებები გამოუშვა, ვიდრე ბიუჯეტის კანონით არის გათვალისწინებული.

„კერძოდ, პარლამენტის მიერ დამტკიცებული პარამეტრით 200 მილიონი ლარის საშინაო ვალის ზრდას ითვალისწინებდა, ხოლო მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილებების განუხორციელებლად უკვე 9 თვის მდგომარეობით 211 მილიონი ლარი მოიზიდა, უკანონოა (11 მილიონი ლარი), ხოლო მეოთხე კვარტალში გეგმით გათვალისწინებულ მოსაზიდ თანხასაც თუ გავითვალისწინებთ, 134 მილიონ ლარს, ასეთ შემთხვევაში შიდა ვალის თითქმის 70% ზრდა გამოდის. რაც შეეხება ექსპორტს, შემცირებულია ისიც. სიტუაცია გაუარესებულია სავაჭრო ბალანსის მიხედვითაც, ქვეყნის ვალმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და შეადგენს 12 მილიარდ ლარს, მაშინ როცა 2012 წელს ვალი 7,8 მილიარდი ლარი იყო; 2013 წელს 8,6 მილიარდი ლარი; 2014 წელს 9,7 მილიარდი ლარი; ხოლო 2015 წელს 12,5 მილიარდი ლარი.


ავტორი: ნიუპრესი