|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა აკრძალვა მოქმედებს არჩევნების დღეს?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩევლებს და ასევე საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს მოუწოდებს, არ გამოცხადდნენ უბანზე პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო-სააგიტაციო ატრიბუტიკით. როგორც თამარ ჟვანიამ შემაჯამებელ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ქმედება შეიძლება გახდეს ფულადი ჯარიმის საფუძველი.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება.

21 ოქტომბერს ასევე აკრძალულია ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, ასევე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე. 

ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს მიმართა, რომ პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე, საჩივრით შესაბამის საუბნო- საარჩევნო კომისიას უნდა მიმართონ, ხოლო თუ არ მოხდება საჩივარზე რეაგირება, განმცხადებელს შეუძლია იმავე დარღვევაზე განცხადება-საჩივრით დაუყოვნებლივ ზემდგომ საოლქო-საარჩევნო კომისიას მიმართოს.


თამარ ჟვანიას თქმით, ცესკოში წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი, რომელიც საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს შეეხება, კანონმდებლობის თანახმად, განუხილველი დარჩება.

შეგახსენებთ,  21 ოქტომბერს ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა