|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა გახდა რობი კუხიანიძის კონცერტის დაგვიანების მიზეზი?

ქუთაისში რობი კუხიანიძის კონცერტი რამდენიმე საათის დაგვიანებით გაიმართა.  კონცერტი ნაცვლად 19:30-სა,  23:00 საათზე დაიწყო.

"ნიუპრესის" ინფორმაციით, ღონისძიების გაჭიანურება  ორგანიზატორებსა და მომღერალს შორის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ გამოიწვია, რის გამოც კონცერტი ჩაშლის პირას იყო. კონცერტზე დასასწრებად მისული უამრავი ადამიანი უკან გაბრუნდა.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების სამსახურში. სამსახურის წარმომადგენელის ელეონორა გოგოლაშვილის განცხადებით, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა, რის გამოც კონცერტი რადენიმე საათით გადაიდო.

"კონცერტი რამდენიმე საათით გადაიდო იმ მიზეზით, რომ ჯგუფის ერთი წევრი შეუძლოდ გახდა. სხვა რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ქონია",-აცხადებს გოგოლაშვილი.

პრობლემის მიუხედავად, კონცერტი 3 საათიანი დაგვიანების შემდეგ გაიმართა და ერთი საათი გაგრძელდა.

ქუთაისის მერიამ "ზაფხულის საღამოების" ფარგლებში  დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 2017 წლის ბიუჯეტიდან  11 750 ლარი გამოყო. 

წლევანდელ ღონისძიებაში კონცერტები ქუთაისური მუსიკალურმა ჯგუფებმა: „მუზეუმი“, ,,ოჩოს ქოხი’’, მუსიკოსებმა,  რობი კუხიანიძემ და ზაზა ფანჩულიძემ, იგივე DJ ZAPA გამართეს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი