|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა მდგომარეობაა ქუთაისის ცენტრალურ ავტოსადგურზე და რა პრობლემები ექმნებათ ტურისტებს?

ქუთაისის ცენტრალური ავტოსადგური, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს,  ქალაქს რამდენიმე რაიონთან აკავშირებს. ავტოსადგურის შენობა სავაჭრო ცენტრებად გადაიქცა და მგზავრთა სათანადო მომსახურეობას ვერ უზრუნველყოფს.  დაზიანებული ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი სადგური და ორმოებად ქცეული გზა ქუთაისის, როგორც მეორე ქალაქის სტატუსს ეჭვქვეშ აყენებს.

მდგომარეობას სამარშუტო ტაქსების სიახლოვეს არსებული გარევაჭრობა ართულებს. მოვაჭრეები ნარჩენებს უშუალოდ ქუჩაში ყრიან.

"ნიუპრესი" დაინტერესდა, რამდენი ავტოსადგურია ქუთაისში და რა მომსახურეობას სთავაზობენ ქალაქში შემოსულ სტუმრებს. აღმოჩნდა, რომ სადგურთა უმეტესობა დაზიანებულია და თვითნებურად არის მოწყობილი, რის გამოც ტურისტებს ქუთაისიდან სხვადასხვა რაიონებში გადასაადგილებლად თითქმის მთელი ქალაქის გავლა და მიკროავტოსადგურების ძებნა უხდებათ.

იგეგმება თუ არა ცენტრალური ავტოსადგურის მოწყობა და რა სამუშაოებია ამისათვის გათვლილი, ვრცელი სტატია იხილეთ "ახალი გაზეთში".

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა