|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს გიორგი ვაშაძე?

"ნიუპრესი" აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას. ამჯერად გაგაცნობთ პარლამენტარ გიორგი ვაშაძის  ქონებრივ მდგომარეობას.

ვაშაძეს ყავს მეუღლე, ქეთევან სიჭინავა და სამი შვილი, მიხეილი, დავითი და ანასტასია.  ვაშაძის სახელზეა რეგისტრირებული ერთი ბინა თბილისში 106.00 კვ.მ ფართობის მცხეთის ქუჩაზე. ხოლო, მისი მეუღლის, ქეთევან სიჭინავას სახელზეა რეგისტრირებული არასაცხოვრებელი ფართი თბილისში,  100.00 კვ.მ ფართობის.

გიორგი ვაშაძის შემოსავალი არის პარლამენტში საქმიანობისთვის მიღებული საზღაური 61665 ლარი. ხოლო მისი მეუღლის  ქეთევან სიჭინავას სახელფასო შემოსავალი ფონდი ლიბერალური კვალის დერექტორობისთვის 18750 ლარი, ასევე ინოვაციების და განვითარების ფონდის დირექტორობისთვის 18263 ლარი. აღნიშნული ფონდის დამფუძნებელი გიორგი ვაშაძეა.

ვაშაძის სახელზეა  იპოთეკური სესხი ბინის შესასყიდლად 96 000.00 USD (2008-2018) ბანკ რესპუბლიკაში, რომლის მომსახურეობისთვისაც წლიურად   16 107.12 USD- იხდის. ხოლო მეუღლე ქეთევან სიჭინავა  არასაცხოვრებელი ფართის გაქირავების შედეგად  22 020.00 GEL შემოსავალ იღებს.

ქონებრივ დეკლარაციაში ავტომანქანა  არ არის დაფიქსირებული.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გუშინ დატოვა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი