|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს იმერეთის ვიცე გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია?

„ნიუპრესი“ აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას.  ამჯერად გაგაცნობთ იმერეთის ვიცე გუბერნატორის, გიორგი ჭიღვარიას ქონებრივ მდგომარეობას.

მას ჰყავს მეუღლე თამთა ფოფხაძე და ორი ვაჟი. მისი ოჯახის მფლობელობაშია საცხოვრებელი სახლი ქუთაისში, იაშვილის ქუჩაზე 250 კვ.მ, ასევე საცხოვრებელი სახლი რაჭაში, სოფელ ჭრებალოში, 200კვ.მ. ჭიღვარიას მეუღლის სახელზეა ბინა თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, 48,8 კვ.მ.

გიორგი ჭიღვარია ფლობს მიწის ნაკვეთს ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე -700 კვ.მ.

მის  სახელზეა გაფორმებული ავტომანქანა „სუბარუ ფორესტერი“, ხოლო მეუღლის მფლობელობაშია ავტომანქანა „ტოიოტა რავ 4“.

გიორგი ჭიღვარიას შემოსავალი განისაზღვება იმერეთის გურბერნიაში საქმიანობისათვის  მიღებული ანაზღაურებით - 10107.00 ლარით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საქმიანობისათვის -  11 828 ლარით, ასევე  ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 7900.00 ლარით.

მისი მეუღლის, თამთა ფოფხაძის შემოსავალი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობისათვის  10 107ლარით განისაზღვრება, ხოლო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობისათვის -1 368 ლარით.

თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის მარტშია შევსებული.

გიორგი ჭიღვარია ახლახანს აირჩიეს პარტიის „ქართული ოცნება“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად. ის პროფესით  სამართალმცოდნეა, ასევე აღმოსავლეთმცოდნე, კერძოდ, თურქოლოგი. ამ მიმართულებით აქვს სამეცნიერო ნაშრომები.  არის  წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 2014 წელს ქუთაისის მერის მრჩევლად დაინიშნა, საიდანაც 2015 წელს  მხარის გუბერნატორის მოადგილედ გადაინაცვლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა