|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს ირაკლი გეგეშიძე?

"ნიუპრესი" აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას. ამჯერად გთავაზობთ ბაღდათის მუნიციპალიტეტის   გამგებელის ირაკლი გეგეშიძის ქონებრივ დეკლარაციას.

ირაკლი გეგეშიძეს ყავს მეუღლე, ირაიდა მოროზოვა და ორი შვილი, სოფიო და ქრისტინე.  ირალი გეგეშიძის სახელზე რეგისტრირებულია 5 საცხოვრებელი სახლი, აქედან სამი ბინა თბილისში, ერთი მცხეთაში და ერთი ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში. ასევე  გეგეშიძის სახელზე რეგისტრირებულია ექვსი მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონში - სოფელ 
საგურამოში, ფართობი - 3300.00 კვ.მ, 200.00 კვ.მ, 7000.00 კვ.მ, 5800.00 კვ.მ, 8100.00 კვ.მ, 5500.00 კვ.მ და 4100.00 კვ.მ.

მისი მეუღლე, ირაიდა მოროზოვა არის შპს "სმენა ჰოლდინგის" პარტნიორი, საიდანაც  2000000.00 RUB შემოსავალი აქვს წლის გამავლობაში. ირაკლი გეგეშიძის შემოსავალი შეადგენს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის მიღებულ საზღაურს 13250 ლარს.

ბაღდათის გამგებელს დეკლარაცია შევსებული აქვს 2015 წლის 9 ოქტომბერს.

როგორც ცნობილია, საჯარო სამსახურში დანიშვნამდე გეგეშიძე დავავებული იყო ბიზნესით, მის მიერ შეძენილი ქონება ამ პერიოდს ემთხვევა.

შეგახსენებთ, ბაღდათის გამგებელი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. ირაკლი გეგეშიძე ბრალს არ აღიარებს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა