|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე?

"ნიუპრესი“ აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას.

ამ ჯერზე გთავაზობთ საქართველოს მეცხრე მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატების დეკლარაციას. კონკრეტულად კი, საჩხერის მაჟორიტარი  დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის ქონებრივ მდგომარეობას.

პაატა კვიჟინაძე დაიბადა თბილისში 1964 წელს. მის სახელზეა რეგისტრირებული სამი სხვადასხვა ფართობის მიწის ნაკვეთი საჩხერეში და ოთხი მიწის ნაკვეთი რუსეთში.  ასევე არასაცხოვრებელ ფართს თბილისში. მეუღლის ნინო გუნიავას სახელზე სამი საცხოვრებელი ფართი თბილისში, ორი ავტოფარეხი და ერთი არასაცხოვრებელი ფართი.  მის სახელზეა მსუბუქი ავტომანქანა toyota land cruiser prado.

დეკლარაციის შევსების დროს ბანკში ნინო გუნიავას ანგარიშზე ქონდა მიმდინარე 444  ლარი, ანაბარი 30 000 აშშ დოლარი, საკრედიტო დებეტი  4800 ლარი.

პაატა კვიჟინაძეს სახელფასო 8000 ლარი, ანაბარი 500 აშშ დოლარი, პარლამენტში ხელფასის სახით მიიღო 46 127.50 ლარი. არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს და არ არიან სამეწარმეო საქმიანობაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა