|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ღონისძიებებია დაგეგმილი 26 მაისს?

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.

ტრადიციულად, მოედანზე გამოიფინება მძიმე ტექნიკა და საბრძოლო იარაღი. ქუჩები გაფორმდება დროშებითა და ბანერებით, რომლის ფინანსებს რეგიონული განვითარების ფონდი უზრუნველყობს. ასევე საზეიმოდ მოეწყობა ქუთაისის აეროპორტი.

ღონისძიებების ფარგლებში კონცერტი თეთრი ხიდის მიმდებარედ არის დაგეგმილი. კონცერტში მონაწილეობას, DJ Zapa, DJ Sumo, DJ Zurkin  და DJ  Machaidze მიიღებენ, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებას ერეკლე დეისაძე ძველი და ახალი სიმღერებით დაასრულებს. დეკორაციის მოწყობასა და კონცერტს ფინანსურად ენეგეტიკის სამინისტრო უზრუნველყოფს. 

 

 

      

 ასევე მესხიშვილის თეატრში 19:00 საათზე გაიმართება სპექტაკლი "ბამბაზიის სამოთხე", სპექტაკლით თეატრი სიმბოლურად ეხმაურება დამოუკიდებლობის დღეს.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიამ გალა-კონცერტის ჩასატარებლად 12 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადდა, რომელიც ჩაიშალა, რის გამოც სცეენის მოწყობისა და აპარატურას ხარჯი  პირდაპირი წესით გადაირიცხება.

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი