|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა შეღავათებით ისარგებლებენ გარემოვაჭრეები?

ქუთაისის ქუჩების გარემოვაჭრეების დახლებისაგან გათავისუფლების პროცესი ორი კვირის მანძილზე გაგრძელდება, ამის შესახებ დღეს  ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა  ბაქარ ჭეიშვილმა განაცხადა.  

"პირველი ეტაპი იყო ჭავჭავაძეზე, შემდეგი იქნება ფალიაშვილის, ბუხაიძის, ბუკიას ქუჩები, ყველგან სადაც გარევაჭრობაა.  ზოგან ავტომობილი დგას, რომელსაც საჭე არ აქვს და სავაჭრო ჯიხურად არის ქცეული. სამუშაოები ორი კვირის მანძილზე გაგრძელდება, მერე ისევ დაიწყება კონტროლი. დაუმორჩილებელი მოვაჭრეები შესაბამისი სამსახურის მიერ დაჯარიმდებიან",-განაცხადა ბაქარ ჭეიშვილმა.

მისივე თქმით, გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილებს ქალაქის სხვადასხვა ბაზრობებზე სთავაზობენ, სადაც მათთვის შეღავათები სამი თვის განმავლობაში იარსებებს და მინიმალურ გადასახადს გადაიხდიან. მისი თქმით, მოლაპარაკება უკვე შედგა ბაზრების ადმინისტრაციებთან და ისინი მზად არიან მიიღონ მოვაჭრეები.

ზუსტი მონაცემები, თუ  რამდენი გარემოვაჭრეა ქალაქში, არ არსებობს.  ჭეიშვილს განცხადებით, მათი რიცხვი დაახლოებით 1000-მდე აღწევს. მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსი იმედს გამოთქვამს, რომ მოვაჭრეები მიიღებენ მათ შეთავაზებას და თვითნებურად მუშაობას არ გააგრძელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კანონდარღვევისა და ნარჩენების დაყრისათვის დაჯარიმდებიან.

ამ დროისათვის  სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარეობს, ხდება ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა და გაწმენდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა