|
  • EUR 1 = GEL 3.1897
  • USD 1 = GEL 2.7137
|

როგორ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები ქუთაისში 100 წლის წინ?

სტად 100 წლის წინ,  1917 წელს ქუთაისში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები. სიახლე იყო ის რომ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღბა უკვე საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლებს შეეძლოთ. 

რა ხდებოდა ზუსტად 100 წლის წინ  ქუთაისში, როგორი მოლოდინი იყო არჩევნების მიმართ და როგორი შეფასება მიიღო არჩევნებით შეკრებულმა ქალაქის საბჭომ, ამის შესახებ  "ნიუპრესი“ გაგაცნობთ თავის  რუბრიკაში, რომელშიც ქუთაისში გამომავალ გაზეთებში გამოქვეყნებულ 100 წლის წინანდელ  ამბებს გაცნობთ.

 

თვითმმართველი ქალაქის უფლება ქუთაისმა 19 საუკუნის მეორე ნახევარში მოიპოვა. 1874 წლიდან  ქალაქის მცხოვრებლებს მიეცათ უფლება აერჩიათ 55 კაცისგან შემდგარი კომისია, რომელსაც ქალაქის საქმიანობაზე ზრუნვა უნდა დაკისრებოდა.

რუსეთის მომხდარი თებერვლის რევოლუციის შემდეგ მთელი ქვეყანა თვითგამორკვევის პროცესმა მოიცვა. თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა მთლ საქართველოში, მათ შორის ქუთაისში, ამჯერად ქალაქის საბჭოს არჩევნებში  მონაწილეობის  მიღება ქუთაისის ყველა მოქალაქეს შეეძლო.

 

 "ნიუპრესი" ფაქტებს მაშინდელ პრესაზე დაყრდნობით გაგაცნობთ.

ქუთაისის თვითმმართველობის პირველი არჩევნები 1917 წლის 6 აგვისტოს გაიმართა. არჩევნები პროპორტიული სისტემით ჩატარდა, პარტიებს წარმოდგენილი ჰქონდა საარჩევნო სიები, სადაც  კანდიდატების მაქსიმალური რაოდენობა 66 იყო. სიას 33 ამომრჩევლთა ხელმოწერა უნდა ჰქონოდა.

1917 წლის 6 აგვისტო - "დღეს, როდესაც ქუთაისის ყველა მოქალაქეს უკვე  საშუალება აქვს სრულის შეგნებით მივიდეს საარჩევნო ყუთთან და მისთვის სასურველს სიას მისცეს ხმა, ერთხელ კიდევ გვინდა მოვაგონოთ მათ ის უდიდესი მოვალეობა, რომელსაც მათ აკისრებს თანამედროვე მომენტი"- წერდა გაზეთი "ჩვენი მეგობარი".

 

 

 

არჩევნები შედგა. როგორც გაზეთი იუწყება, არჩევნების კანონიერება  ეჭვქვეშ არცერთ პარტიას და პოლიტიკურ ჯგუფს არ დაუყენებია. 

 

ქალაქის საბჭოს პირველი სხდომა პირველ სექტემბერს საღამოს 9 საათზე გამართულა.

"დარბაზი გადაჭედილია დამსწრე საზოგადოებით, რადგან ყველას ეინტერესება, თუ რას იტყვიან ახალი ხმოსნები. სხდომის დასაწყისში ხმოსნებს მგრძნობიარე სიტყვით მიმართავს ყოფილი ქალაქის თავი ილია ჩიქოვანი. შემდეგ ფრაქციების თავმჯდომარეები წარმოთქვამენ თავიანთ დეკლარაციებს", -წერს გაზეთი "ჩვენი მეგობარი" პირველის სხდომის შესახებ.

 

 მეორე დღეს 2 სექტემბერს გამართულ სხდომის მიმართ პრესაში უკვე კრიტიკური სტატია გამოჩნდა.

- სხდომა ჩატარდა დაგვიანებით და უმნიშვნელო საკითზე საუბარი თითქმის 2 საათი გაგრძელდა, ახალი საბჭო ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს ძველი ჩვევებისაგან , - წერს გაზეთი. 

 

 

 

 

მსგავსი: "არ გვინდა თავისუფლება- არ გვინდა ავტონომია?"

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 22.38%
გაუარესდა - 63.33%
არ შეცვლილა - 14.29%
სულ - 210 ხმა