|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვხვდები, ეს ბიჭები რაღაცის გამო სამაგალითოდ ისჯებიან"

 ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები და საზოგადოების წარმომადგენლები ლაშა გვენეტაძის დაკავების ფაქტს ეხმიანებიან. 

"ვერავინ დამაჯერებს, რომ გვენეტაძეების საქმე, ხელისუფლების მიერ "გაჩალიჩებული" არ არის", - აცხადებს საკრებულოს "ნაციონალი" წევრი გია უკლება. უკლება ვერ ასახელებს მიზეზს, თუ რა ინტერესი  შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას  ფრაქცია "ქართული ოცნება- მრეწველების" თავმჯდომარის  მიმართ, თუმცა აღნიშნავს, სურვილის შემთხვევაში ხელისუფლებას ამაზე რთული საქმეები ჩაუფარცხავს და ახლაც ასე მოიქცეოდა, რომ რაღაც დაფარული ინტერესი არ იყოს.

"ვხვდები, რაღაცის გამოისობით ეს ბიჭები სამაგალითოდ ისჯებიან, თუმცა “არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს",-წერს სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გია თევდორაძე. 

ყოფილი ვიცეგუბერნატორი გიგა შუშანია კი აღნიშნავს:„ საფრთხე არა ამ ბიჭების გათავისუფლება, არამედ ისაა, რომ სახელმწიფო სათანადოთ ვერ ებრძვის დანაშაულს, ხშირად თანამშრომრომლობს და იყენებს მათ პოლიტიკური თუ სხვა მიზნებისათვის, ამიტომ მოქალაქეებს თვითონ უწევთ სამართლის აღსრულება. ასეთი პრეცენდენტები კი კატასტროფამდე მიგვიყვანს. ეს ბიჭები არავისთვის საფრთხეს არ წამოადგენენ და იმედი მაქვს სააპელაციო სასამართლო შეცვლის ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების შეცვლა მხოლოდ საზოგადოების მძლავრი პროტესტის შემთხვევაში მოხდება“,-წერს შუშანია.

 განცხვავებული მოსაზრებისაა საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე, მას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მეტად სოციალურ ქსელში საჯარო მოხელეების თუ საკრეებულოს წევრების გაკეთბული განცხადებები აკვირვებს,  სადაც აღნიშნავენ, რომ ანალოგიურ შემთხვევაში ისინი მსგავსად მოიქცეოდნენ. 

"რამდენიმე დღეა, ფეისბუქ-სტატუსები არ წყდება, "თავისუფლება ლაშა გვენეტაძეს" ( ლაშა, მაჟორიტარი დეპუტატია ქუთაისის საკრებულოში, მრეწველთა პარტიიდან. ის ასევე, კენჭს იყრიდა საპარლამენტო არჩევნებზე ქუთაისის ერთერთ მაჟორიტარულ ოლქში. პროფესიით იურისტია) მას, პიროვნულად დიდ პატივს ვცემ, ძალიან სამარცხვინოა, რომ მისი გარდაცვლილი მამის საფლავი გაძარცვეს, პოლიციამ კი დამნაშავე ვერ მოძებნა (?!) და ძმებმა, თავად "აღადგინეს" სამართლიანობა, მძარცველი სცემეს...
ადამიანურად მეცოდება მისი და მისი ძმის ოჯახი, მაგრამ და კიდევ უფრო დიდი მაგრამ, ეს პირადი ანგარიშსწორება, საკრებულოს წევრისაგან და, რომ აერჩიათ, პარლამენტის წევრისაგანაც, რამდენად გამართლებულია? (მართლა მაინტერესებს ყველას აზრი)

ვიძახით, ევროპის ნაწილი ვართ, გვახარებს ვიზალიბერალიზაცია და მაგრამ, საქმის მოგვარების "ჩვენეული" წესი ვერ მოვიშალეთ...

დავუშვათ, ლაშამ "აღელვების ნიადაგზე" გადადგა "ეს ნაბიჯი", მაგრამ, საკრებულოს წევრები, მერიის აპარატის უფროსი(ზვიად ჯავახია), საკრებულის აპარატის უფროსის მოადგილე (ლევან გოგელაშვილი) და მერიასა და საკრებულოში დასაქმებული ადამიანები, რომ ერთხმად გაიძახიან: "ხელებს დავამტვრევდით" "უარესს ვუზამდით" "ყოჩარ ლაშა" და ა.შ. რამდენად ნორმალურია?", -წერს ნატო ქათამაძე სოციალურ ქსელში.

რაც შეეხება წინასწარ პატიმრობას, ქათამაძე აცხადებს, რომ შესაძლებელი იყო სხვა სახის ღონისძიების, თუნდაც გირაოს გამოყენება.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ გუშინ ლაშა და შოთა გვენეტაძე, ასევე მათი მეგობარის შიო ჯანელიძე ორთვიან წინასწარ პარიმრობაში დატოვა. დაკავებულების ადვოკატები  გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი.

ავტორი: ნიუპრესი