|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას გეგმავს ოპოზიცია პარლამენტის შეკრების დღეს, ცნობილია

რას აპირებს ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს, ცნობილია. როგორც "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პარლამენტის შეკრების პირველ დღეს პარლამენტის წინ ხელს მოაწერენ სიმბოლურ დოკუმენტს, რომელიც სამ პუნქტს მოიცავს: 

„ვინც შევიდა, ის დეპუტატები ხელს მოაწერენ, რომ უარს ამბობენ შესვლაზე.

პარტიები ჩახსნიან რეგისტრაციას, რომ პარტიების ჩანაცვლება არ მოხდება

და მესამე - ყველა მოაწერს ხელს, რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ოპოზიცია ამაში არის ერთიანი,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიცია არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ბარიერგადალახული 8 პარტია პარლამენტში შესცვაზე უარს აცხადებს, მათი მოთხოვნა ახალი საარჩევნო ადმინისტტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების გამართვაა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა