|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას ითვალისწინებს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა

საქართველოს მთავრობა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმას იწყებსკანონპროექტი  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციას და მის სამინისტროში ინტეგრაციას ითვალისწინებს. სამინისტროს შიდა სტრუქტურა დაიყოფა ორ ნაწილად: სამოქალაქო  და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურებად.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფუნქცია სასჯელის უშუალო აღსრულება იქნება, ხოლო სამოქალაქო სამსახური შეიმუშავებს და დაგეგმავს პოლიტიკას და უზრუნველყოფს მხარდამჭერი ფუნქციების განხორციელებას, მაგალითად: ლოჯისტიკა, ფინანსური და სამართლებრივი უზრუნველყოფა, შესყიდვები, სამედიცინო მიმართულება.

სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილის, კახი კახიშვილის ინფორმაციით, რეფორმის შედეგად სამინისტროში ასევე შეიქმნება მუდმივი საკონსულტაციო საბჭო, რომელიც სამოქალაქო სექტორთან ერთად უწყების პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს შეიმუშავებს.

ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის ცენტრალური აპარატი და სასჯელაღსრულების დაწესებულებები. სასჯელაღსრულების დეტარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს, მის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების მეშვეობით, აღკვეთი ღონისძიების სახით - პატიმრობის და სასჯელის სახით - ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის აღსრულება. საქართველოში სასჯელაღსრულების 15 მოქმედი დაწესებულებაა. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე დაიხურა ორი დაწესებულება - N1 და N4.  სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 23 თებერვლის მონაცემებით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 10592 მსჯავრდებული. ახლო მომავალში იგეგმება გარემონტებული N6 და N16 დაწესებულებების გახსნა, ასევე, გრძელდება ლაითურის მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მშენებლობა, სადაც განთავსდება 500-მდე პატიმარი. 

.. ცხრაწლიანი რეჟიმის“ მსხვერპლნი

ახალმა მთავრობამრომლის  მოსვლაშიციხის კადრებმამნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ერთ-ერთი პირველი  რაც გააკეთა, საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა. 2013 წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა დაახლოებით 3000 პატიმრის გათავისუფლებას და ათასობით პატიმრისთვის საპატიმრო ვადის შემცირებას. ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამნისტიასკრიმინალების მასობრივი გათავისუფლებაუწოდა. ახალი ხელისუფლების პოზიცია კი ასეთი იყოამ ნაბიჯით მათ ერთგვარად შეუმსუბუქეს იმ ადამიანებს ყოფა, რომლებმაც რეჟიმის მთელი სიმძიმე საკუთარ სხეულზე იწვნიეს, ცემით დაწყებული უკანონო განაჩენების გამოტანით დამთავრებული.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა იმ დროს იხსენებს, როდესაც ციხეებში სასჯელაღსრულების და პრობაციის ახლადანიშნულ მინისტრთან, სოზარ სუბართან ერთად უწევდა შესვლა:

ჩვენ როდესაც სისტემაში შევედით, არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ იგივე ადგილას, სადაც ზრდასრულებიეს იყო შეცდომა, იმიტომ რომ ბავშვს სჭირდება ჰაერი, გასეირნებაამოხოცეს ეს ბავშვები გლდანის მერვე ციხეში. იქ როგორ შეიძლებოდა მათი  ყოფნა! ყველაფერს, რასაც ისინი ხედავდნენ, დაამახინჯა მათი ფსიქიკა. კარგია, რომ ახლა ცალკე არიან. მე როდესაც დავიწყე მუშაობა სისტემაში, 1400 ქალი პატიმარი იყო. ეს არნახული ციფრია! ახლა 250-მდეა მათი რაოდენობა. ახლა სასამართლოც ცდილობს, აღარ გამოიტანოს  მძიმე განაჩენი. შეკრებითობის პრინციპიც მოიხსნა. თვითონ ამერიკაშიც ყველგან არ გამოიყენება და საქართველოზე ჩაატარეს ცდა. ეს ნულოვანი ტოლერანტობის გაგრძელება იყო.

ახალი მთავრობის პირველი ჰუმანური ნაბიჯი იყო ამნისტია. ციხეები საშინლად გადატვირთული იყოერთ საკანში 10-20 კაცს ათავსებდნენ. მაგალითად, აფრასიძეებს მონაცვლეობით ეძინათ. გარდა იმისა, რომ ეშინოდათ ვინმე არ შეეგზავნათ მათთან მოსაკვლელად, ფიზიკურადაც არ იყო ადგილი.

მეორე სერიოზული პრობლემა იყო კვება. ტექნიკურ ზეთს ხმარობდნენ საჭმელში. ასეთი ზეთით კვება იწვევდა კუჭის დაავადებებს, ფარულ სისხლდენებს. სოზარმა არც იცოდა, ხორცი რომ არ იყო პატიმრების კვების რაციონში. ამ დროს ხათუნა კალმახელიძის (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი 2009-2012 წლებშიმიერ ხელმოწერილ კვების რაციონში შედიოდამაგრამ პატიმრებს წლობით ხორცი არ ჰქონდათ ნაჭამი. სხვათაშორის, ძალიან ემადლიერებოდნენ პატრიარქს. კვირაში ერთხელ ლობიო შედიოდა ციხეებში მისი კურთხევით. ლობიოს დღე ის დღე იყო, როდესაც პატიმრები სრულყოფილად იკვებებოდნენ. ტექნიკური ზეთის გამო სხვა დროს არ ჭამდნენ საჭმელს, მარტო პურსა და წყალზე გადადიოდნენ.

ანალგინს როდესაც მოითხოვდნენ თავის ტკივილისთვისმკურნალობის მაგივრად თავში ურტყამდნენ. ამდენი ხანი პატიმრებს საძილე საშუალებებს ასმევდნენ, აშტერებდნენ და ეს იყო ნებადართული. ასე აჩერებდნენ პატიმართა უზარმაზარ რაოდენობას ( 25 ათასი პატიმარი იყო იმ დროს) ციხეებში. კიდევ ერთი, რაც გავაკეთეთ, ჩვენი ხელით ამოვიღეთ კამერები პაემნების ოთახებიდან. ცოლ-ქმრის სცენები იყო  გადაღებული და ასე აშანტაჟებდნენ მათ“ -  გვეუბნება ლალი მოროშკინა.

 

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიტუაციის გამოსწორების ტენდენციას ყველა აღნიშნავდა. მართალია, ქვეყანაში ათასობით პატიმრის ციხიდან გამოშვებამ კრიმინოგენური მდგომარეობა ერთგვარად დაამძიმა (ამას მოწმობს გახშირებული მკვლელობების სტატისტიკაც, რომლის მონაწილეებადაც, ხშირშემთხვევაში, გათავისუფლებული პატიმრებს ასახელებდნენ), მაგრამ მთავრობა და სამოქალაქო სექტორიც აცხადებდა, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო. შეიძლება ითქვას, ქართული საზოგადოება, მსჯავრდებულების ციხეებიდან მასობრივ გათავისუფლებასგაგებით მოეკიდა“.

სისტემაში დაიწყო რეფორმები, რომელიც არასამთავრობო სექტორის მხრიდან დადებითად შეფასდა:

ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, სასჯელაღსრულების სისტემაში მთელი რიგი მიმართულებით არის სიტუაცია გაუმჯობესებული. ჩვენ ხშირი შეხვედრები გვაქვს პატიმრებთან და არსებითადაა გაუმჯობესებული ის ფიზიკური გარემო, სადაც უწევთ ცხოვრება. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა ამ სისტემაშიწინა წლებისგან განსხვავებით პატიმრებს არ ცემენ. არასათანადო მოპყრობა არ არის სისტემური დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. თუმცა მაინც ხდება გარკვეულწილად  არასათანადო მოპყრობის ფაქტებიამიტომ კიდევ უფრო ეფექტური რეფორმების განხორციელებას საჭიროებს სისტემა. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კვლავ რჩება პრობლემად“,- ამბობს ორგანიზაციაადამიანის უფლებათა ცენტრისაღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თამარ ავალიანი. 

  „ურჩი დეპარტამენტი

ლალი მოროშკინა რეფორმის შედეგად დეპარტამენტის ლიკვიდაციას მიესალმება, რადგან მიიჩნევს რომ ის მონსტრად იქცა და მისი ხელმძღვანელობის  სასწრაფოდ ალაგმვა გახდა  საჭირო.

  „სოზარ სუბარმა რომ ჩაიბარა სამინისტრო, მას ექვემდებარებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიც. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე არ ემორჩილებოდა, ისეთი რამე მოხდა იქ.  დიმიტრი დარბაისელის დანიშვნით დაწყებული, მის მიერ პრემიების გამოწერით დამთავრებული. ჩვენ მივიღეთ მონსტრი დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს 240-კაციანი ჯარი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი უფლებები და გაცილებით მეტი ბიუჯეტი, ვიდრე სამინისტროს. სამინისტრო აღმოჩნდა თოჯინა  დეპარტამენტის ხელში, როდესაც კანონით, პირიქით უნდა ყოფილიყო. სოზარ სუბარმა ვერც ის გააკონტროლა, ვინ დანიშნა დეპარტამენტში. მე არ ვიცი, ვინ მიაწოდა მას დარბაისელის დანიშვნის რეკომენდაცია, მაგრამ ფაქტია, ის  არ იყო სოზარის  კადრი. მინისტრს გაექცა კონტროლის ბერკეტი. არ გააკეთა ხმამაღალი განცხადებები, ის რაც მე გავაკეთე. გუნდურობის თამაშს თამაშობდნენ. მას უნდა ეთქვა, რომ მის სისტემაში მოხვდნენ ის ზონდერები, რომლებზეც იგი მაშინ ლაპარაკობდა, როდესაც იყო სახალხო დამცველი“, _ ამბობს მოროშკინა.

დეპარტამენტის ხელმძღვანელს რომ  დიდი უფლებები ჰქონდა, ამას არც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი მაია ხუციშვილი უარყოფს:

„ზოგადად, იმის თქმა რომ დეპარტამენტი მონსტრი იყო, ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი. კანონში მეტ-ნაკლებად იყო დეპარტამენტის უფლებამოსილება გაწერილი. დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰქონდა საკმაოდ ფართო უფლებამოსილება. თუნდაც პატიმრების გადაყვანა-გადმოყვანის კუთხით. რეჟიმის ტიპის განსაზღვრის, სად უნდა მოეხადა პიროვნებას სასჯელი და ა. შ. მთავარი ფაქტორი ისაა, რომ დეპარტამენტი დამოუკიდებელ ორგანოსავით იყო და ერთიან სისტემაში ამოვარდნილივით ჩანდა. დღეის მდგომარეობით, მას ერქმევა პენიტენციური სისტემა. შესაბამისად, ეს უფრო მისასალმებელია“,- აღნიშნავს ხუციშვილი.

 

დიმიტრი დარბაისელი და დიდი რაოდენობით დარიგებული  პრემიები

დიმიტრის დარბაისელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2014 წლის 23 მაისს გადადგა. მის ამ ნაბიჯს  საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაჟკაცური უწოდა.

„ის, რომ რაღაც პატარა გადაცდომა იყო, ამაზე ტრაგედია არ უნდა შექმნათ. რაც მთავარია, ამ ადამიანმა და მისმა გუნდმა ურთულესი საქმე შეასრულა. მათ რეალურად ციხე დაალაგეს და ის პრობლემები, რაც ციხეში ბოლო წლების განმავლობაში არსებობდა, აბსოლუტურად სხვა, ცივილიზებული მეთოდებით აღმოფხვრეს“, _ ამბობდა პრემიერი.

დარბაისელის მიმართ უმძიმესი ბრალდებები ისმოდა. ერთ-ერთი სასჯელაღსრულების სისტემაში იმ ზონდერების მოყვანა იყო, რომლებიც 7 ნომებრის და 26 მაისის აქციების დარბევაში იღებდნენ მონაწილეობას. მეორე ბრალდება კი დეპარტამენტში გაცემული პრემიები იყო, რომელმაც ლალი მოროშკინას თქმით, მთლიანობაში, 2.5 მლნ ლარს მიაღწია.  დიმიტრი დარბაისელმა მცირე დროის მონაკვეთში დიდი რაოდენობით პრემიების აღება  გაამართლა და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი უმძიმესი სფეროა და პრემიების გაცემით  მან თანამშრომლები წაახალისა.

დიმიტრის დარბაისელის შემდეგ სასჯელაღსრულების დეპტარტამენტი მისმა მოადგილემ გოგი გახარიამ ჩაიბარა, რომელმაც ასევე 2013 წლის დეკემბერში  39 ათასი ლარის პრემია აიღო.  „ახალმა გაზეთმა“ მასთან დაკავშირება სასჯელაღსრულების რეფორმის შეფასების მიზნით, სცადა. თუ რას ფიქრობდა იგი მისი მართვის ქვეშ  მყოფი დეპარტამენტის გაუქმებაზე,  მაგრამ როგორც სამინისტროში  განგვიცხადეს, დეპარტამენტი სამინისტროზე დაქვემდებარებული უწყებაა და როგორც ზემდგომი უწყება გადაწყვეტს, დეპარტამენტის ხელმძღვანელიც ისე მოიქცევა.

 

რეფორმის  მოსალოდნელი დადებითი შედეგები

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ისევ რჩება დეპარტამენტად, უბრალოდ, მას უუქმდება საქვეუწყებო სტატუსი. მისი ბიუჯეტი გადმოვა სამინისტროში და ეს იქნება ცენტრალიზებული მართვა. დეპარტამენტი მთლიანად ინტეგრირდება სამინისტროსთან და დაექვემდებარება მინისტრს“, - განაცხადა სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. მისი თქმით, ასევე დიდი აქცენტები კეთდება  თანამშრომლების გადამზადებაზე, რაშიც აშშ დიდ დახმარებას უწევს ქართულ მხარეს. მათ გამოყვეს 1 მლნ დოლარი სამინისტროს თანამშრომლების გადასამზადებლად.

სამინისტრომ  რომ დეპარტამენტზე კონტროლი გარკვეულწილად დაკარგა, ამას ადასტურებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. მათი განცხადებით, კარგია, რომ ახალი რეფორმის შედეგად დეპარტამენტის საქმიანობა ერთიან სისტემაში მოექცევა.

„ჩვენ დადებითად ვაფასებთ რეფორმის იმ ნაწილს, რომელიც დეპარტამენტის ლიკვიდაციას და  სამინისტროს ერთიან სისტემაში მის მოქცევას ითვალისწინებს. უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტია, რომლესაც აბარია სასჯელაღსრულების დაწესებულებები, დახურული სისტემები, სადაც არასათანადო მოპყრობის რისკი მაღალია. გარკვეულწილად ის ცალკე სტრუქტურა იყო, რომელზედაც სამინისტროს მხრიდან ეფექტური კონტროლი არ ხორციელდებოდა.  სამინისტროდან დეპარტამენტის ასე გაცალკევებამ,  არ მოიტანა კარგი შედეგები. ვფიქრობთ, სამინისტროს ერთიან სისტემაში მისი მოქცევით, უკეთესად იქნება გაკონტროლებული სასჯელაღსრულების დაწესებულებები“, _ აღნიშნავს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თამარ ავალიანი.

 „ძველი საქმიანობის მექანიზმის მიხედვით სამინისტროს ფუნქციები არ იყო გამოკვეთილი. შესაბამისად, რეფორმის ფარგლებში რაც გაცხადებულია, ის არის დადებითი. ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემა უნდა შეიცვალოს. მსჯავრდებულთან შეხვედრის გარეშე იღებს კომისია გადაწყვეტილებას. უმჯობესია თუ ესეც დაიხვეწება და იქნება წინასწარ გაწერილი კრიტერიუმები. პატიმართან ადვოკატის შეხვედრის პროცედურებია უკეთესად გასაწერი. ზედმეტად ერევა და აკონტროლებს სასჯელაღსრულების სისტემა ადვოკატის პირად ნივთებს“,  _ აცხადებს ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი.

რეფორმა მოსწონს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელს, თუმცა მაია ხუციშვილს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები აქვს კანონპროექტთან დაკავშირებით:

„ჩვენ ამ რეფორმას დადებითად ვაფასებთ, ჩვენი მოსაზრებაც იყო ცვლილებების განხორციელება. ზოგადად, სისტემა რომ იცვლება და დეპარტამენტი ცალკე არ იქნება გამოყოფილი და ის დაუკავშირდება სამინისტროს, ეს წინგადადგმული ნაბიჯია.  არის საკითხები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს. მაგალითად, რეზინის ხელკეტი იცვლება ჩვეულებრივი ხელკეტით. მაგრამ კანონში არ არის მითითებული, კონკრეტულად ეს ხელკეტი რისგან იქნება დამზადებული. ასეთმა საკითხებმა არ უნდა გამოიწვიოს გაურკვევლობა. ცვლილებაა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადასთან დაკავშირებით. თავისთავად კარგია, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა რომ მცირდება, მაგრამ ამავდოულად იზრდება იმ დარღვევების სახეები, რომლებზეც გამოყენებული იქნება ეს სასჯელი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს არ არის სწორი. საიას მოსაზრება იყო, რომ საერთოდ არ გამოყენებულიყო ადმინისტრაციული პატიმრობა. მაგრამ თუ  მაინც და მაინც იქნება, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ადეკვატურად უნდა გაიწეროს.

„ჩვენ სურვილი გვაქვს დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმი შეიქმნას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ასევე გასათვალისწინებელი ის გარემოება, რომ პირს, რომლესაც აკავებენ, მას სტატუსი უჩერდება, მაგალითად, თუ სოციალურად დაუცველია. ჩვენი სურვილია, ასე არ მოხდეს, რადგან ეს შემდგომში ძალიან ბევრ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული. თუნდაც, როდესაც სასამართლოში უნდა რამის გასაჩივრება, ბაჟის გადახდა უწევს, მაგრამ არ აქვს ამის საშუალება. ამიტომ ხშირშემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ეკარგება“,  - ამბობს საიას იურისტი.

 და კვლავ რჩება პრობლემები . . .

მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებეში გაუმჯობესებულია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბის თქმით, პრობლემები მაინც რჩება. ყველაზე მძიმე და სასწრაფოდ გადასაწყვეტ საკითხად ისინი პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებას ასახელებენ.

 „ამ სისტემაზე პატიმრებიდან შემოსული განცხადებების საფუძველზე შემიძლია ვისაუბრო. პირადად ჩვენ არ გვაქვს საკნებში შესლის მანდატი. მათი განცხადებებიდან კი იკვეთება, რომ არსებობს ჯანმრთელობის პრობლემები. არ არის ადეკვატური მკურნალობა, გამოკვლევები. 1012 წლამდე ამ ადამიანებს აქვთ სერიოზული ტრავმები მიღებული, რომელიც საჭიროებს სასწრაფო ოპერაციულ ჩარევებს. მაგრამ სამწუხაროდ, სამედიცინო დეპარტამენტი და სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს დროულად მათ ჩატარებას. ძირითადი პრობლემები ასევე,  რომლებიც იკვეთება, არის მე-7 და მე-3 დაწესებულებებში, სადაც საუბრობენ არასათანადო პირობებზე, ინფარსტრუქტურისა და ჰიგიენის თვალსაზრისით“,  - აღნიშნავს საიას იურისტი მაია ხუციშვილი.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში აცხადებენ, რომ აქტიურად მუშაობენ სამედიცინო სერვისის უფრო დასახვეწად  და განსავითარებლად.

„ვგეგმათ ასევე მნიშვნელოვანი პროგრამების დანერგვას, რომლიც ფართო საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება“ - გვპასუხობენ სამინისტროში.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების რეფორის განხორციელების ეტაპებს,  ამჟამად მასზე მუშაობა პარლამენტში მიმდინარეობს.

„თუ პარლამეტი მიიღებს მოცემულ საკანონმდებლო პაკეტს, შესაბამისი პროცედურების შემდგომ დაიწყება  ცვლილებების ეტაპობრივი იმპელემნტაცია სისტემაში. ჩვენ უკვე  გაწერილი  დეტალური გრაფიკი  იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნულის განხორციელება“, - ამბობენ სამინისტროში.

 

 

 

 

 

 

ავტორი: ცისანა შერგილაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა