|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ გამოაცხადა "ნაციონალურმა მოძრაობამ" პერსონა ნონ გრატად გოგი წულაია?

"ნიუპრესი" განაგრძობს მკითხველისთვის ქუთაისის მერობის კანდიდატების პოლიტიკური წარსულის გაცნობას. ამჯერად მკითხველს საარჩევნო ბლოკი "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატის გიორგი წულაიას პოლიტიკურ წარსულს წარმოგიდგენთ. 

გოგი წულაიას არა მხოლოდ ქუთაისში, საქართველოში კარგად იცნობენ. ქუთაისის მერობის კანდიდატად 2015 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კახა კუკავამ დაასახელა. "ქუთაისში გვყავს ისეთი მერობის კანდიდატი, რომელიც სარგებლობს ყველაზე დიდი მხარდაჭერით"-განაცხადა კუკავამ წარდგენისას 

მერობის კანდიდატად წარდგენამდე, წულაიამ "ნიუპრესთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ის კონკურენტუნარიანი კანდიდატი იქნებოდა.

 გოგი წულაია ორჯერ იყო საქართველოსპარლამენტი წევრი, პირველად  1992-1995 წლებში, მეორედ კი 2004-2008 წლებში.  


2000-2001 წწ. ის ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალური განყოფილების უფროსის პოსტს იკავებდა. 

2001-2004 წწ.იყო  სააქციო საზოგადოება "უნივერსალ–სერვისის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.  

 2004-2008 წლებში წულაია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიით საქართველოს პარლამენტის მეექვსე მოწვევის პარლამენტარი იყო,  პარლამენტში წულაია ორი ფრაქციის, "ჩვენი საქართველო"-სა და „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“-ს წევრობასთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრი იყო.

 როგორც წულაია "ნიუპრესთან საუბრისას აღნიშნავს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" იგი 2006 წელს გარიცხეს.


„კანონპროექტებს ვაძლევდი ხმას ისე, როგორაც ვთვლიდი სწორად  და არა ისე,  როგორც მაია ნადირაძე, ან ვინმე სხვა მეუბნებოდა. დაუმორჩილებელი ვიყავი და ისეთ კანონპროექტებს არ ვაძლევდი ხმას, რომელთა გასვლაც მათ აწყობდათ. ამიტომაც 2006 წელს გამრიცხეს პარტიიდან, როგორც დაუმორჩილებელი წევრი. სანამ გამრიცხავდნენ, იყო მოქრთამვის მცდელობა, 2006 წლის ბოლოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" პერსონა ნონ-გრატად გამომაცხადა“- განაცხადა წულაიამ.

 

2006 წლის შემდეგ გოგი წულაია ოპოზიციური ფლანგიდან განაგრძობს აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას.  მის სახელს უკავშირდება სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგები.

 

2013 წელს წულაია ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელზე შოთა მურღულიაზე საუბრისას ამბობდა,  ვიცი, რომ შოთა მურღულია ღმერთი არ არის, ჯადოსნური ჯოხი დაჰკრას ქუთაისს“. 

 

2014 წელს კი გოგი წულაია რამდენიმე დღით წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. მას ბრალად საპატრულო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა. წინასწარი პატიმრობის შემდეგ წულაია სიტყვიერი გაფრთხილების სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ამავე წლის მაისის თვეში წულაიამ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი ქალაქის მერიის წინ დაწვა და განაცხადა, რომ ბიუჯეტში ქალაქის განვითარებისთვის არცერთი თეთრი არ არის განსაზღვრული.

 

2015 წელს გოგი წულაიას ქალაქის მერზე წარმოდგენები შეეცვალა და აღნიშნა, რომ მურღულიას ქალაქის ბედი არ აინტერესებდა. "ან ხარ დოყლაპია, ან ქალაქის ბედი არ განაღვლებს",-აცხადებდა წულაია. 

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში წულაია კენჭს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ სახელით იყრიდა. არჩევნებში დამარცხების შემდეგ კი მეორე ტურში მხარი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის  კანდიდატს, კობა ნარჩემაშვილს დაუჭირა.

"ნიუპრესთან" საუბრისას წულაიამ აღნიშნა, რომ გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა მართებული არ ყოფილიყო. მისივე თქმით, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში კი, მსგავს ფაქტს მისი მხრიდან ადგილი აღარ ექნება

გოგი წულაია მთავარ პრიორიტეტებს წყლის გზისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაში ხედავს. მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებს ქალაქის საკუთრებაში გადმოიტანს.


„მე აუცილებლად ვიბრძოლებ მერის მანდატითაც კი, რომ ქალაქში არსებული შენობა-ნაგებობები ქალაქის საკუთრაბა გახდეს.

 

ამით ის ქალაქში არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრას აპირებს. წულაიას პროგრამაში  შედის ასევე  ქუთაისის ღიმილიან ქალაქად გადაქცევა.  

ავტორი: ხატია ბანძელაძე