|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეაბილიტირებული ნიკეას ქუჩა გაიხსნა

ქუთაისში რეაბილიტირებული ნიკეას ქუჩა გაიხსნა.  ქუჩა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია 7 თვით ადრე დასრულდა. აღნიშნულ  ქუჩაზე 2,2 კმ სიგრძის, სამზოლიან გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სავალ ნაწილებს შორის გაკეთდა ახალი სანიაღვრე სისტემა, შემზღუდავი გამყოფი ზოლი, ქუჩის ორივე მხარეს მოეწყო ახალი ტროტუარები, შეიცვალა გარე განათება.
 

 ნიკეას ქუჩა ქუთაისის ცენტრალური შემოსასვლელი გახდება. მისი რეაბილიტაციისათვის 7 698 556 ლარი გაიხარჯა.
 
 
 
 
 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა