|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეკომენდაციები, რომლთაც საბავშვო დაწესებულებმა უნდა იხელმძღვანელონ

რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესს 1-ელი ოქტომბრიდან განაახლებენ, უკვე დამტკიცებულია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დამტკიცებული რეგულაციების მიხედვით:

1.საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება. ასევე, მშობელი ვალდებულია ბავშვის ბაღიდან გამოყვანისას წინასწარ დაუკავშირდეს ადმინისტრაციას და ითხოვოს, ბავშვი ბაღის შესასვლელთან გაუყვანონ.

2. აკრძალულია სათამაშოების სახლიდან წაღება.

3. იზღუდება ისეთი სათამაშოების გამოყენება, რომელიც მარტივად არ ექვემდებარება დეზინფექციას.

4.იკრძალება ისეთი სათამაშოს გამოყენება, რომლის დეზინფექცია არის რთულად განსახორციელებელი.

5. სათამაშოების რეცხვა უნდა განხორციელდეს 37 გრადუსზე და გაშრობაც, როგორ უნდა განხორციელდეს, დეტალურად იქნება გაწერილი.

6. სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, ადმინისტრაციული პერსონალი - ძიძები - გადამზადდება. 7.

სასწავლო მასალაში შევა ახალი თამაშები, რომელიც მიმართული იქნება იმ საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არის გაწერილი. ეს შეიძლება იყოს, როგორ დავაცემინოთ ისე, რომ სხვები არ დავაზიანოთ, უკონტაქტო მისალმების ხერხები, როგორიც არის ჟესტებით მისალმება და ასე შემდეგ. 8.

პროტოკოლში გაწერილია სადენზინფექციო სამუშაოები და თეთრეულის მართვის სტანდარტებიც.

9.უნდა მოხდეს გრაფიკის შედგენა, რომ ბავშვების რაოდენობა დაბალანსებული იყოს თითოეულ ჯგუფში.

10. ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული იქნება ჰიგიენური ნორმები. ჭურჭლის მანქანით რეცხვისას უნდა ხდებოდეს შესაბამისი მანქანა-დანადგარის გამოყენება 65 გრადუსზე.

11. უნდა იყოს საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს, ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ცნობით, სკოლები და კინოთეატრები 15 სექტემბრიდან, ბაგა-ბაღები და თეატრები კი, 1 ოქტომბრიდან გაიხსნება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა