|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეზო ჭეიშვილის ორტომეული „გადანახული ჩანაწერები“ გამოიცემა

მოკლე ხანში  რეზო ჭეიშვილის ორტომეული „გადანახული ჩანაწერები“ გამოიცემა. ორტომეულის ბეჭდვითი მომსახურებისათვის ქუთაისის მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი.  

ორტომეული მცირე ტირაჟით გამოიცემა, თითოეული ტომი 300 ცალის ოდენობით. ამასთან, წიგნი არ მოხვდება სავაჭრო ქსელში.  600 ცალი წიგნის დაბეჭდვისათვის ქუთაისის  მერია 7 ათას ლარს გადაიხდის. 

ტემდერში გამარჯვებულმა  რეზო ჭეიშვილის ორტომეულის „გადანახული ჩანაწერები“-ს ბეჭდვითი მომსახურება ორ ეტაპად უნდა განახორციელოს: პირველი ტომის მიწოდების ვადა 2018 წლის 20 მაისი, ხოლო მეორე ტომის მიწოდების ვადა კი 2018 წლის 1 ოქტომბერი. 

გამოცემულ წიგნს უნდა ჰქონდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ლოგო და წარწერა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა