|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიკოთის გვირაბში დღეს რამდენიმე საათით მოძრაობა იკრძალება

რიკოთის გვირაბში დღეს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 5 დეკემბერს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

ავტორი: