|
  • EUR 1 = GEL 2.6921
  • USD 1 = GEL 2.411
|

"რიონი მოდიდდა, ახლა რას შვება ქუთაისის მერი, ლოცულობს?!"

ბოლო დღეებში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე რიონი ადიდდა და რიონის სანაპიროზე  მშენებარე "არგოს"  საძირკველს მიუახლოვდა.  აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარე გია გოქაძე სოციალურ ქსელში  წერს:  
"უკანონო მშენებლობასთან ერთად, მივუთითებდით ასევე ამ საფრთხეზე, რომელზეც ქუთაისის მერიიდან პასუხად ისმოდა - ღმერთმა არ ქნას, რომ რიონი მოდიდდეს. რას შვება ახლა ქუთაისის მერი შოთა მურღულია - ლოცულობს? უპასუხისმგებლობის ზეიმი შერეული კორუფციასთან - ესაა მურღულიას საქმიანობა ქუთაისში",-აცხადებს გოქაძე.

შეგახსენებთ, რომ  "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე სკვერში კაფე–ბარ "არგოს" მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივების პროტესტის მიზეზი არაერთხელ გახდა. მიზეზი ისტორიული ძეგლის -ოქროს ჩარდახის სიახლოვე, რეკრეაციულ ზონაში მშენებლობა და უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა იყო.  პასუხად  ქუთაისის მერიაში  აცხადებდნენ, რომ კაფეს მშენებლობისათვის ყველა ოფიციალური ნებართვა არსებობს.

 

მსგავსი:

"არგოს" მშენებლობისთვის ორივე ნებართვა არსებობს"

„ქუთაისის მერმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ “არგოს“ მშენებლობაზე ნებართვები ჰქონდათ“

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი