|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონი, ოღასკურა და ყვირილა დაბინძურებულ მდინარეთა რიცხვში მოხვდნენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ოქტომბრის თვის ანგარიშის - ”მოკლე მიმოხილვა საქართველოს გარემოს დაბინძურების შესახებ” თანახმად, საქართველოში ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარეებია: ყვირილა, მაშავერა და კაზრეთულა. 

უდიდესი კონცენტრაცია 1.10 მგ/ლ დაფიქსირდა მდ. ოღასკურაში ქუთაისის ქვედა კვეთსა და მდ. ცხენისწყალში და იგი 2.8-ჯერ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას აღემატებოდა აგრეთვე ამონიუმის აზოტის კონცენტრაცია შემდეგ მდინარეებში: რიონში ქუთაისის ზემოთ 1.5-ჯერ (0.59 მგ/ლ) და ქვემოთ 1.7-ჯერ - (0.67 მგ/ლ), ოღასკურაში ქუთაისის ზემოთ 2.3-ჯერ (0.90 მგ/ლ).
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ აღნიშნა, მდინარე ყვირილაზე მანგანუმის კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას ჭიათურის ზემოთ 4-ჯერ, ჭიათურის ქვემოთ 2,1-ჯერ, ზესტაფონის ზემოთ 2-ჯერ და ჭიათურის ავტომატურ სადგურზე 1,8-ჯერ აღემატებოდა. 
დაბინძურებულ მდინარეებს შორის მოხბდა რიონი და  მისი შენაკადები. ოღასკურასა და რიონის დაბინძურების შესახებ "ნიუპრესზე" არაერთი მასალა მომზადდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი