|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის ხეობაში დაკავებული აქტივისტი სასამართლომ გაათავისუფლა

რიონის ხეობაში გადაადგილების მცდელობის გამო დაკავებული აქტივისტი თავისუფალია. ლაშა ქუთათელაძის საქმეზე სასამართლო დისტანციურად გაიმართა.

როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, მოსამართლემ დაკავებული სამართალდამრღვევად არ ცნო, რადგან 173-ე მუხლის შესაბამისი გარემოებები არა გამოიკვეთა, რის გამოც საქმის წარმოება შეწყვიტა.

ლაშა ქუთათელაძე გუშინ დააკვეს, მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებოდა ბრალად. დაკავებული აქტივისტი გუშინდელის შემდეგ პოლიციის იზოლატორში იმყოფებოდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა