|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის ხეობაში დაპირისპირებაა - დაკავებულია რამდენიმე პირი

რიონის ხეობაში ცოტა ხნის წინ სიტუაცია დაიძაბა.  დაპირისპირება პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის "ენკას" მანქანების შეფერხებას  მოყვა.

როგორც ცნობილია, პროტესტის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი და კომპანიის მანქანებს გადადგილების საშუალებას არ აძლევენ. 

რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, დახლოებით ათამდე აქტივისტია დაკავებული. 

"ხელისუფლების რეპრესიული ხელია მომართული ჩვენს წინააღმდეგ.  მას შემდეგ რაც ჩვენ არ გავატარეთ კომპანიის მანქანები, დაიწყეს ჩვენი დარბევა, ადამიანები მიახეთქეს მანქანებს. არ ვიცით დაშავებულების შესახებ, სავარაუდოდ, ათამდე ადამიანია პოლიციის მიერ დაკავებული", - აცხადებს  ვარლამ გოლეთიანი. 

 ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

 ამ დროისათვის აქციის მონაწილეებმა გუმათჰესის მიმართულებით გადაინაცვლეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა