|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის ხეობაში ჰესის მოწინააღმდეგეები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდენ

ქუთაისში გამართული მასშტაბური აქციის შემდეგ რიონის ხეობაში უკან მიმავალი აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირევა მოხდა. ფაქტის ამსახველ ვიდეო კადრებს სოციალურ ქსელში გაგა გოგრიჭიანი ავრცელებს. 

"ეს დაპირისპირება ახლახანს, აქციის დამთავრებიდან 1 საათის შემდეგ მოხდა", - წერს გოგრიჭიანი. 

არსებული ინფორმაციით, "რიონის ხეობის მცველები" იმ ადგილზე მისვლას ცდილობდნენ, სადაც მათ საპროტესტო კარვები აქვს გაშლილი. ამის საშუალებაც კი მათ პოლიციამ არ მისცა, რომელმაც გზა ავტომანქანებით ჩახერგა. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად   "ქართული მარშის" წევრები იმყოფებიან.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათ კარვებთან მისვლა შემოვლითი გზით მაინც შეძლეს.  

შეგახსენებთ, დღეს ქუთაისში გიგანტური ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას თურქული კომპანიის ტერიტორიიდან გაყვანისათვის 2 კვირიანი ვადა მისცა. მოთხოპვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ჰესის მოწინააღმდეგები ქუთაისის ცენტრალური მოედნის პიკეტირებით იმუქრებიან. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა