|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის ხეობის აქტივისტს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ნამaხვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტის სასამართლო პროცესი დასრულდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ დავით ხუციშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარე ყოველგვარი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დავით ხუციშვილი 29 მაისის ინცინდენტზე გუშინ დააკავეს. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობდა.

აქტივისტების მხარდამჭერის დაკავებას საყვირებით აპროტესტებდნენ. მათი თქმით, მათ წინააღმდეგ რეპრესიები მიმდინარეობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი