|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ დაიცვა ფერმერმა ფუტკარი ციტრუსის წამლობისას [VIDEO]

აჭარის რეგიონში ფერმერთა ნაწილი ციტრუსის ბაღების მოვლასთან ერთად, მეფუტკრეობასაც ეწევა. სოფელ ერგეს მცხოვრებ ბადრი ლორთქიფანიძეს მანდარინის და ლიმონის ბარებში ფუტკრის სკებიც აქვს.

ფერმერი ამბობს, რომ გარდა იმ წამლობებისა, რომელიც უკვე აქამდე არსებულ მავნებლებსა და დაავადებებზე ტარდებოდა, ბოლო წლებში საჭირო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობაც გახდა.

ბადრი ლორთქიფანიძე წამლობის დროს ფუტკრის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებებზეც გვესაუბრა და გვითხრა, რომ თუ წამლობა საღამოს პერიოდში ჩატარდება, ფუტკრისთვის საფრთხის შემცველი არ არის.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

 

სინქრონი:

ბადრი ლორთქიფანიძე - ფერმერი

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა