|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ გავუმკლავდეთ ანტიდასავლურ პროპაგანდას?

როგორ გადავამოწმოთ ინფორმაცია, როგორ გავარჩიოთ სიმართლე სიყალბისაგან?- ამ საკითხებს მიეძღვნა ქუთაისში,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული შეხვედრა. 
არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" დამფუძნებელმა მერაბ ბარათაშვილმა  ადგილობრივებს  ანტიდასავლური პროპაგანდისა და იმ მოსალოდნელი საფრთხეების  შესახებ ესაუბრა, რაც ამგვარ პროპაგანდას სდევს თან. მან დაინტერესებულ საზოგადოებას ინფორმაციის გადამოწების ხერხებსა და ტექნიკურ საშუალებებზე ესაუბრა, ასევე დეზინფორმაციის გავრცელების კონკრეტულ მაგალითებსა და მათი ორგანიზაციის მიერ გამოვლენილ შემთხვევებზე ესაუბრა.
ბარათშავილის თქმით, ვიდრე ინფორმაციის სისწორეში დავრწმუნდებით, უნდა შევამოწმოთ, თუ რომელი და რამდენად სანდო წყარო ავრცელებს მას, ახლავს თუ არა მას შესაბამისი კვლევები. მან  ერთ-ერთ მაგალითად  ცოტა ხნის წინ "იმერული ყველის" მავნებლობის შესახებ გავრცელებული ცნობა დაასახელა, როდესაც ინფორმაციას თან არც  წყარო ახლდა და არც ის,  ეფუძნებოდა თუ არა ეს ინფორმაცია რაიმე კვლებებს. 
ბარათაშვილის თქმით, არსებობს  დეზინფორმაციის გავრცელების  სხვადასხვა ხერხები, რომელიც ანტიდასავლური პროპაგანსდისათვის გამოიყენება.
 
"საზოგადოებას ვაცნობთ იმ შესაძლო საფრთხეებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს ანტიდასავლურმა პროპაგანდამ და როგორ ავირიდოთ თავიდან ეს საფრთხეები",-აღნიშნა მერაბ ბარათაშვილმა. მისი თქმით, "ევროპის დღეების" ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის "სიდა" ორგანიზებით მსგავსი ტიპის შეხდვედრები  საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 10 დღის განმავლობაში გაიმართება.
 ახალგაზრდების ინფორმირებულობისათვის ანალოგიური შეხვედრა ქუთაისში,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 11 მაისს,  16 საათზე გაიმართება.  
 
 
 
 
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა