|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ გავუმკლავდეთ პროპაგანდას? - კონფერენცია ქუთაისში

როგორ გავუმკლავდეთ პროპაგანდას?  -ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დღეს ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. მასში მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო აქტივისტები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და უკრაინიდან.

ღონისძიების ორგანიზატორია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია NESEHNUTI  და ქართული ორგანიზაცია „აფხაზინტერკონტი“ (AIC). 

"ღონისძიება მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების კიდევ უფრო გაძლიერებას საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში“-განაცხადა „აფხაზინტერკონტის“ ხელმძღვანელმა არჩილ ელბაქიძემ.

"განვიხილავთ სხვადასხვა  დეზინფორმაციის გავრცელების, პროპაგანდის წინააღმდეგ  ბრძოლის მეთოდებს, რომელიც საინფორმაციო თუ სხვა სახის წყაროებით ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით, ეს საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება სამხრეთ კავკასიაში, უკრაინასა და ევროკავშირში.  სამოქალაქო საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას" , - განაცხადა  ჩეხური ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარტინ ჰითამ.

კონფერენცია „ქუთაისის უნივერსიტეტში" სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ის საერთაშორისო BarCamp-ის ფარგლებში იმართება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა