|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ შეუძლიათ ემიგრანტებს საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება?

2018 წლიდან საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებმაც საქართველოდან საზღვარგარეთ წასული მოქალაქეებისთვის, დიასპორის წარმომადგენლებისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება/დაბრუნების პროცედურები გაამარტივა. ამის შესახებ imedinews-ს სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს.

კერძოდ: 

საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს ქვეყნის მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე, საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე;

იმ პირს, ვინც უკვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეჩერებია საქართველოს მოქალაქბის სტატუსი,  შესაძლებლობა ეძლევა, 2019 წლის 15 აგვისტომდე მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება; 

პირს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე, უფლება აქვს, მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის გამარტივებულ აღდგენასთან დაკავშირებით, რისი საშუალებაც აქამდე არ ჰქონდა. აღნიშნულმა პირმა ქართულ ენაში შესაბამისი ტესტი უნდა ჩააბაროს (უარის თქმის საფუძვლები მოწმდება).

ასევე, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, პირს, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, უფლება აქვს, თავად აირჩიოს, რომელი ქვეყნის მოქალაქეობა სურს, კერძოდ:

არასრულწლოვანს, რომელმაც, საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა დაბადებით მოიპოვა, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება 18 წლის ასაკის მიღწევამდე. ძველი კანონის თანახმად, მშობელი თავად ირჩევდა, რომელი ქვეყნის მოქალაქეობა უნდა შენარჩუნებოდა ბავშვს. ცვლილებების საფუძველზე კი,  სრულწლოვანებამდე ბავშვს აქვს ორმაგი მოქალაქეობა, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ,  საშუალება ეძლევა, თვითონ აირჩიოს, რომელი ქვეყნის მოქალაქეობა სურს.

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის მოქალაქემ განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს. შესაბამისი განაცხადის ფორმა ივსება და ბარდება: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში. საზღვარგარეთ მყოფ პირებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს.

ის, თუ რა დოკუმენტებია საჭირო მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების განაცხადისთვის და რა საფასურის გადახდა უწევს მოქალაქეს,  იხილეთ ამ ბმულზე. 

 

imedinews

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა