|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"როგორც ჩანს, მერიას ვიღაცამ დაავალა, დაეჩქარებინა ბიუჯეტის დამტკიცება"

"ეს ბიუჯეტი არ არის მზად დასამტკიცებლად"-ამგვარად გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი მერაბ მეშველიანი ბიუჯეტის პროექტის განხილვას.

მეშველიანის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტში შესული ცვლილების შესახებ ინფორმაცია არც უმრავლესობის დეპუტატებს ქონდათ.

 "ბიუჯეტის განხილავს აქვს თავის პროცედურა და ვთვლი, რომ მეტი საჯაროობა ჭირდება. აღმოჩნდა, რომ ძველ ბიუჯეტში შედის ცვლილებები და უმრავლესობის დეპუტატებმა ეს არ იცოდნენ და დღეს ეცნობიან. ეს არის ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება. ხვალ თუ არ მოხდებოდა ბიუჯეტის მიღება,  არაფერი დაშავდება, თვის ბოლო სხდომაზე შესაძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცება. ამით მეტი გვეცოდინებოდა ბიუჯეტზე, როგორც ჩვენ, ასევე მედიას  და არასამთავრობი სექტორს, რომელსაც მზა ბიუჯეტი წარუდგინეს, მაშინ, როდესაც დეპუტატებმა არ იცოდნენ ამის შესახებ. მერია არ იყო მზად ბიუჯეტის დასამტკიცებლად, როგორც ჩანს, ვიღაცამ დაავალა, დაეჩქარებინათ ეს პროცესები", -განაცხადა მშეველიანმა.

მას შენიშვნები პრიორიტეტებთანაც ქონდა და განაცხადა, რომ სოციალური პროექტების ზრდა, იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობა თავად მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე. 

"პრიორიტეტებში არის სოციალური პროგრამების ზრდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობა თავად ჩააყენეს ამ მდგომარეობაში და საჭიროა პროგრამების ზრდა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას,  პროგრამა "კორპუსის" ბიუეჯტი არ გაზრდილა, რაც ცუდია.  ამიტომ იმ ინიციატივებს, რაც წარმოგვიდგინეს ბიუჯეტში, მე მხარს ვერ დავუჭერ", -განაცხადა მერაბ მეშველიანმა. 

ბიუჯეტის განხილვა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს გაიმართა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი