|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორი იქნება ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბე, რომლის პროექტირებაზეც 30 000 ლარი დაიხარჯება?

ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი შედგა. მერიის ინფორმაცით,  ტენდერით გამოვლენილმა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა, ყველა ეტაპის გავლისა და ხელშეკრულების დადების შემდეგ, 60 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულება.

ასსაფეხურიანი კიბის საპროექტო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 30 000 ლარია გამოყოფილი. პროექტის მიხედვით 100 საფეხურიან კიბესთან შადრევანი და ველოსადგომები მოეწყობა, ხოლო კიბის ტერიტორიაზე უსადენო ინტერნეტი და მობილურის დასამუხტი ბატარეები განთავსდება.

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა