|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რომელი პროდუქციის ექსპორტით შემოდის ყველაზე მეტი ფული საქართველოში?

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, რამაც 33 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა.

ფეროშენადნობების ექსპორტი 24 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 13 პროცენტს უდრიდა.

მესამე ადგილზე აზოტოვანი სასუქების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 11 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.

მეოთხე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები, ხუთეულს კი ნატურალური ღვინოები ასრულებს.

ასევე ათეულში შედის სამკურნალო საშუალებები, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, ოქრო, თხილი და სხვა კაკალი.

რაც შეეხება იმპორტს,   2017 წლის იანვარში ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადები იმპორტმა 53 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 პროცენტი შეადგინა.

მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 27 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 23 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).

გასული თვის  უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (86 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (73 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (72 მლნ. აშშ დოლარი).

 

წყარო: ბიზნესკონტრაქტი

 

ავტორი: ნიუპრესი